Betoni
RUS
ახალი სიტყვა სამშენებლო ინდუსტრიაში
         მონოლითური ქაფბეტონის სახლები
   ქაფბეტონიშედარებითახალი, მაგრამ ძალიან პერსპექტიული საშენ მასალაა. ქაფბეტონითა შენებული სახლები არის ძალიან გამძლე, კომფორტული, ენერგოდამზოგავი და ეკონომიურად რენტაბელური. ამისგარდა, ქაფბეტონითა შენებულ სახლებს ახასიათებს 25-30%-ით ნაკლები დატვირთვა ფუნდამენტზე, მაღალი ცეცხლმედეგობა, შესანიშნავი ხმისიზოლაცია (60 დბ) და იდეალური ზედაპირი ნებისმიერი სახის დეკორისთვის. ეს არამარტო არსებითად ამცირებს მშენებლობის ხანგრძლივობას და აქედან გამომდინარე, მის თვითღირებულებას, არამედ მათ უფრო მიმზიდველ სხდის სამომხმარებლო თვალსაზრისით.   
      სახლი, რომელიც ქაფბეტონით არის აშენებული, ზამთარში შესანიშნავად შეინარჩუნებს სითბოს (5 ჯერ უკეთესად, ვიდრე აგურით აშენებული, სხვა ყველა იგივე პირობების შემთხვევაში), ზაფხულში კი – სიგრილეს, რაც თქვენთვის შესამჩნევად შეამცირებს გათბობისა და კონდიციონირების ხარჯებს.   
  • შიდა და გარე შემოსვა შეიძლება იყოს ნებისმიერი (საიდინგი, ცემენტ-ბურბუშელის ფილა, თაბაშირ-მუყაო და ა.შ). ავტოკლავიანი ტექნოლოგიის გარეშე მიღებულ ქაფბეტონს გააჩნია მთელი რიგი მნიშვნელოვანი უპირატესობა კედლის და თბოიზოლაციურ სხვა სამშენებლო მასალებთან შედარებით:
  • დაბალი სიმკვრივე და, შესაბამისად, ფუნდამენტზე, გადახურვაზე და კოჭებზე დაბალი წონითი დატვირთვები;
  • დაბალი თბოგამტარიანობა, რაც შენობის დამატებითი გარე თბოიზოლაციის გამოყენების, ასევე მილსადენის დამატებითი თბოიზოლაციის გარეშე აშენების საშუალებას იძლევა; ასევე აღარ არის საჭირო ტექნოლოგიური დანადგარებისა და ტრადიციული კედლის მასალებიდან აშენებული შენობების დამატებითი თბოიზოლაცია; 
  • სრული ქიმიური ნეოტრალობა, რაც ნიშნავს მასალის ეკოლოგიურ სისუფთავეს (ქაფბეტონის შემადგენლობაში შედის მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა კომპონენტები);
  • მაღალი ხანძარუსაფრთხოება, რაც განპირობებულია არამწვადობითა და 2 საათის განმავლობაში ღია ცეცხლის მიმართ მაღალი მდგრადობით;
  • არ ექვემდებარება ლპობას;
  • დაბალი წყალშთანთქმა (ქაფბეტონს აირბეტონის, აირნაცარბეტონისა და სხვა მსგავსი მასალებისგან განსხვავებით დახურული ფორიანი სტრუქტურა აქვს) და შედეგად ქაფბეტონი ხასიათდება მდგრადობით ცვალებადი გაყინვის და ლღვობის მიმართ, რაც მას მაღალ ყინვაგამძლეობას ანიჭებს;     
  • ჰაერშეღწევადობა – შენობა “სუნთქავს”, “ეკოლოგიურობის” პარამეტრებით ქაფბეტონი მეორე ადგილზეა ხის მასალის შემდეგ;            
  • ხმის- და ხმაურის იზოლაციის ძალიან კარგი მაჩვენებლები;         
  • მონოლითური ჩასხმის, მათ შორის – დახურული ღრუების, საშუალება; 
  • ფართოდ არის გავრცელებული, ხასიათდება ხელმისაწვდომობითა და მისი წამოებისთვის საჭირო კომპონენტების და შესაბამისად მასალის დაბალი ფასით;      
  • მზა ნაწარმის გაშრობისას ჩაჯდომის დაბალი კოეფიციენტი (1 მ არა უმეტეს 1,5 მმ);
  • უნივერსალური მასალაა მშენებლობაში (სხვადასხვა ფუნქციონალური გამოყენება, სხვადასხვა ფორმის მიცემის საშუალება და დამუშავების სიმარტივე).

     მონოლითური ჩასხმის ტექნოლოგიაში ქაფბეტონი გამოიყენება სახლების კონსტრუქციების ფასადის ძირითად კომპონენტად.